მეგანმა და ჰარიმ ახალშობილს სახელი შეურჩიეს

ცნობილი გახდა, რომ მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ ვაჟიშვილისთვის სახელი შეარჩიეს.

ბრიტანეთის სამეფო ტახტის რიგით მეშვიდე მემკვიდრეს არჩი ჰარისონ მაუნთბათენ-უინძორი დაარქვეს.

ორმაგი გვარი ახალშობილის პრინც ფილიპთან ნათესაობაზე მიანიშნებს, რომელიც უძველესი ევროპული გვარის, მაუნთბათენების შთამომავალია.

დღეს მეგანმა და ჰარიმ შვილი პირველად გამოიყვანეს საზოგადოების წინაშე და დედოფალ ელისაბედსა და პრინც ფილიპს წარუდგინეს.

როგორც იცით, მეგანის გარდერობის დიდ ნაწილს სიმბოლური დატვირთვა აქვს.

ჰერცოგინიამ განსაკუთრებული დღისთვის განსაკუთრებული კაბა შეარჩია.

მან ბრენდ Wales Bonner-ის თეთრი კაბა მოირგო, რომელიც ნიჭიერ დიზაინერს გრეის უეილს ბონერს ეკუთვნის. ბონერი, მეგანის მსგავსად წარმომავლობით აფრიკიდანაა და გენდერულ სტერეოტიპებს აქტიურად ებრძვის. აქვე აღსანიშნავია, რომ მას მამაკაცის კოლექციებისთვის რამდენიმე ჯილდო აქვს მიღებული.

ბონერმა მარია-გრაცია კიურისთან ერთად Dior-ის კოლექციაზეც იმუშავა, რომლის ჩვენება სულ ახლახანს მაროკოში გაიმართა.

კომენტარი
%d bloggers like this: