მეგანმა და ჰარიმ საქორწინო საჩუქრები უკან დააბრუნეს

ქორწილამდე რამდენიმე თვით ადრე მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ სტუმრებს სთხოვეს, რომ საჩუქრების ჩუქების ნაცვლად ნებისმიერი თანხა მათ მიერ შერჩეული საქველმოქმედო ფონდების ანგარიშზე ჩაერიცხათ. თუმცა, ზოგიერთმა ბრენდმა ქორწილის საშუალებით საკუთარი პროდუქციის რეკლამა გადაწყვიტა და ახლადდაქორწინებულებს საჩუქრები გაუგზავნა. უცნობი გამომგზავნის სასაჩუქრედ შეფუთულმა ყუთებმა კენსინგტონის სასახლე გაავსო. საჩუქრების ღირებულების მთლიანმა თანხამ 7 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი შეადგინა.

სასახლის წესების თანახმად ბრიტანული სამეფო ოჯახის წევრებს ბრიტანეთში მცხოვრები უცნობი კერძო პირებისგან საჩუქრების მიღება ეკრძალებათ, თუ ჩუქების მოტივი არაერთაზროვანია. ამ წესის დაცვა უსაფრთხოების მიზნითაც მიზანშეწონილია.

საბოლოოდ, მეგანი და ჰარი იძულებულნი გახდნენ საჩუქრები უკან დაებრუნებინათ. ამის შესახებ კენსინგტონის პრეს-სამსახურმა განაცხადა.

კომენტარი
%d bloggers like this: