მეგან მარკლის ორი საქორწინო კაბა და ქორწილის რამდენიმე დეტალი

მეგან მარკლის საქორწინო კაბა ბრიტანელმა დიზაინერმა, Givenchy-ს ახლანდელმა და Chloé-ს ყოფილმა კრეატიულმა დირექტორმა კლერ უაით კელერმა შექმნა. მეგანი კელერს წლის დასაწყისში შეხვდა და მას შემდეგ, ისინი დიზაინზე ერთად მუშაობდნენ.

მეგანის კაბა დახვეწილი და ელეგანტური გამოვიდა. ის მსახიობის კუმირის, ქეროლაინ ბესეტი კენედის ერთ-ერთი კაბის, Narciso Rodriguez-ის ნამუშევრის ინსპირაციით შექმნა.

კელერი სამეფო ქორწილს ესწრებოდა და მეგანს მანქანიდან გადმოსვლაში ეხმარებოდა, რომელმაც ჯვრისწერის ცერემონიაზე მიიყვანა.

საპატარძლო კაბა ექვსი ნაკერის დახმარებითაა აწყობილ. ის უნიკალური შემადგენლობის აბრეშუმის მატერიისგან შეიკერა. მეგანმა მოისურვა, რომ ვუალზე თანამეგობრობის ქვეყნები ყოფილიყო წარმოდგენილი, ამიტომ კელერმა თანამეგობრობის 53 წევრი ქვეყნის აღმნიშვნელი ყვავილი-სიმბოლო შეიმუშავა, რომელიც ვუალზე ამოიქარგა.

ჯვრისწერაზე მეგანს დედოფალ მერის ბრილიანტის ტიარა ეკეთა, რომელიც 1932 წლით თარიღდება. პატარძლის საყურეები და სამაჯური Cartier-ს ეკუთვნის, ფეხსაცმლის დიზაინი კი Givenchy-ს კუტიურ-კოლექციაზე დაყრდნობით შეიქმნა.

მეგანის ვარცხნილობაზე სერჟ ნორმანმა იზრუნა, მაკიაჟზე კი პატარძლის დიდი ხნის მეგობარმა, ვიზაჟისტმა დენიელ მარტინმა.

მეგანმა და პრინცმა უილიამმა ჯვარი წმინდა გიორგის სამლოცველოში დაიწერეს. ცერემონიას სამეფო ოჯახის წევრები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ, რომელთა შორის იყვნენ ბექჰემების ოჯახი, ჯორჯ და ამალ ქლუნები, ოპრა უინფრი, ელტონ ჯონი, სერენა უილიამსი, პრიანკა ჩოპრა და „ფორსმაჟორის“ მსახიობები. ჯვრისწერაზე ერთი ადგილი პრინც უილიანის გვერდით პრინცესა დიანას პატივსაცემად სიმბოლურად ცარიელი იყო.

საღამოს წყვილმა სტუმრების ვიწრო წრესთან ერთან Frogmore House-შო, პრინც ჩარლზის სახლში გადაინაცვლა. მეგანი წვეულებას მეორე საქორწინო კაბით დაესწრო, რომლის დიზაინი სტელა მაკარტნის ეკუთვნის, წვეულების შემდეგ კი პატარძლის თითს ახალი ბეჭედი, პრინც ჰარის საჩუქარი ამშვენებდა, რომელიც მანამდე პრინცესა დიანას ეკუთვნოდა.

ცერემონიის სტუმრები

 

კომენტარი
%d bloggers like this: