მეგან მარკლის ყოფილი მეუღლე ქორწინდება

მას შემდეგ, რაც მეგან მარკლი სამეფო ოჯახის წევრი გახდა, მთელი მსოფლიო ინტერესით ადევნებს თვალს არამარტო მას, არამედ მის ნათესავებს და ყოფილ მეუღლესაც კი.

რამდენიმე დღის წინ ტრევორ ენგელსონმა, რომელიც მეგანთან ქორწინებაში ორი წელი იმყოფებოდა, ახალი ამბავი გაასაჯაროვა. მან თავის შეყვარებულს, დიეტოლოგ ტრეისი კურკლანდს ხელი სთხოვა და თანხმობაც მიიღო.

ამის შესახებ ცნობილი ენგელსონის ინსტაგრამის გვერდით გახდა, რომელიც მან ახალი ამბიდან რამდენიმე საათში დახურა.

ტრევორ ენგელსონმა და მეგან მარკლმა შეხვედრა 2004 წელს დაიწყეს, ურთიერთობა ოფიციალურად კი მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ გააფორმეს. ქორწინებიდან ორი წლის თავზე წყვილი დაშორდა. ენგელსონი კურკლანდს გასული წლის ნოემბრიდან ხვდება.

კომენტარი
%d bloggers like this: