მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ მიიღეს კონვერტი თეთრი ფხვნილით

12 თებერვალს კენსინგტონის სასახლეში წერილი მიიტანეს, რომელშიც თეთრი ფხვნილი იყო მოთავსებული. ამის შესახებ The Independent იუწყება.

წერილის ადრესატი პრინცი ჰარი და მისი საცოლე მეგან მარკლი იყვნენ. თუმცა, სასახლის უსაფრთხოების სამსახურმა დროული რეაგირება მოახდინა, წერილი ადრესატებამდე არ მივიდა. საქმეში პოლიცია ჩაერთო.

ვარაუდობდნენ, რომ შესაძლოა თეთრი ფხვნილი ციმბირული წყლულის სპორებს შეიცავდა. ნივთიერების დეტალური ანალიზის შემდეგ მივიდნენ დასკვნამდე, რომ ის საფრთხეს არ წარმოადგენდა. ახლა სამართალდამცავი ორგანოები გამომგზავნის დადგენას ცდილობენ.

ცნობილია, რომ ამ ინციდენტამდე ერთი დღით ადრე იდენტური კონვერტი კენსინგტონის სასახლის იმ ნაწილში მივიდა, სადაც ბრიტანეთის პარლამენტის სხდომები იმართება.

 

კომენტარი
%d bloggers like this: