მეგან მარკლს საკუთარი გერბი აქვს

ტრადიციულად, ქორწილის შემდეგ ყველა სამეფო ოჯახს ბრიტანეთში საკუთარი გერბი აქვს. ამგვარად, ქეით მიდლტონმა პრინც უილიამთან ერთად თავისი ოჯახის გერბი მიიღო, რომელზეც სამი რკოა გამოსახული – მიდლტონების ოჯახის სამი შვილის სიმბოლოდ. რკო შეირჩა იმიტომ, რომ იმ სახლთან, სადაც ქეითი გაიზარდა მუხები იზრდება. გერბი ქეითის მამამ, მაიკლ მიდლტონმა ჩაიბარა. ახლა კი საკუთარი გერბი პრინც ჰარის მეუღლესაც აქვს.

მიდლტონების ოჯახის გერბი

მეგანის გერბზე გამოსახული ცისფერი ფერი წყნარ ოკეანეს აღნიშნავს, რომელიც მეგანის მშობლიურ კალიფორნიას ესაზღვრება. ოქროსფერი ხაზები მზის სხივების სიმბოლოა, ოქროსფერი ყაყაჩოები კალიფორნიის ოფიციალური სიმბოლო, ქიმონანტი კი კენსინგტონის სასახლეში იზრდება. სამი ბუმბული სიტყვის ძალას გამოხატავს, ხოლო ჰერცოგინიას მფარველი ფრინველი გახდა.

გერბი მეგანის მამას ვერ გადასცეს, რადგან ტომას მარკლი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ქორწილს ვერ დაესწრო.

 

კომენტარი
%d bloggers like this: