მერილ სტრიპი შესაძლოა პრინცესა ლეა გახდეს

“ვარსკვლავური ომების” ფანატებმა პეტიცია შექმნეს და სტუდია Disney-ს სთხოვენ საგის მეცხრე ეპიზოდში პრინცესა ლეას როლი მერილ სტრიპს მისცენ.

დოკუმენტს ხელი უკვე 9 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა. პეტიციის ავტორები სტრიპს იდეალურ კანდიდატად ასახელებენ და ფილმის რეჟისორს ჯეი ჯეი აბრამს მიმართავენ გარდაცვლილი კერი ფიშერი, რომელიც პრინცესას როლს ასრულებდა, ოსკაროსანი მსახიობით ჩაანაცვლონ. ისინი საკუთარ სურვილს იმით ასაბუთებენ, რომ მერილი არაჩვეულებრივი მსახიობია და გარდა ამისა, ქერის ახლო მეგობარი იყო.

პეტიციას მოწინააღმდეგებიიც გამოუჩნდნენ. ისინი ამბობენ, რომ ქერი ფიშერის სხვა მსახიობით ჩანაცვლება მისი ხსოვნის უპატივცემულობაა.

ფიშერის გარდაცვალებამდე მეცხრე ეპიზოდის განვითარება მთლიანად მისი პერსონაჟის გარშემო იგეგმებოდა. მოვლენების ტრაგიკულად განვითარების გამო სცენარი გადაიწერა.

 

კომენტარი
%d bloggers like this: