“მერი პოპინსი ბრუნდება” ემილი ბლანტით მთავარ როლში

Disney-მ ფილმის “მერი პოპინსი ბრუნდება” თიზერი გამოაქვეყნა.  მოქმედება პირველი ფილმიდან 20 წლის შემდეგ ხდება, ახალი სურათის რეჟისორი კი რობ მარშალია. მას მაყურებელი კარგად იცნობს ფილმებით “გეიშას დღიურები” და “ჩიკაგო”.

ძიძა-ჯადოქრის როლი ემილი ბლანტს ერგო, ხოლო უკვე გაზრდილი მისი ურჩი აღსაზრდელები ბენ უიშოუ და ემილი მორტიმერი. ფილმში კოლინ ფერტს და მერილ  სტრიპსაც ვიხილავთ.

1964 წლის ორიგინალურ სურათში მთავარი როლი ჯული ენდრიუსმა შეასრულა და “ოსკარიც” მიიღო.

ფილმის მსოფლიო პრემიერა 2018 წლის 25 დეკემბერსაა დაგეგმილი.

კომენტარი
%d bloggers like this: