მზის შემდგომი კანის პრობლემები და როგორ ვებრძოლოთ მათ

მზიანი ზაფხულის შემდეგ ხშირია კანის გაღიზიანების და აკნეს გამწვავების შემთხვევები. როგორც კი საზღვაო კურორტზე მიდიხართ, კანი გაცილებით უკეთ გამოიყურება, მელანოციტები აქტიურად გამოიმუშავებენ მელანინს. კანი ირუჯება, აკნეს კვალი და პოსტ-აკნე ნაკლებად შესამჩნევი ხდება.

მაგრამ ხშირად, ზღვიდან დაბრუნებიდან ერთი-ორი კვირის შემდეგ კანზე ანთებითი პროცესი იწყება. მასზე ყოველდღიურად გამონაყარის ახალი ელემენტები ჩნდება. მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია ცხელი და ტენიანი ქვეყნებიდან დაბრუნების შემდეგ. ამის მიზეზია ის, რომ ულტრაიისფერი სხივები აძლიერებენ ცხიმოვანი უჯრედების ჰიპერპლაზიას (ცხიმი აქტიურად გამომუშავდება და გროვდება) და ჰიპერკერატოზს იწვევს, ანუ კანის გასქელებას(გარქოვანებას), რისი შედეგიცაა აკნე. ამას დამატებული არასწორი კვება, რითაც თავს ხშირად ვანებივრებთ შვებულებაში. ტკბილეულისა და ცომეულის ჭარბი მოხმარება კანის ცხიმიანობას ზრდის (თუმცა არა ყველასთან).

მთავარია სიმშვიდე შევინარჩუნოთ და კანი მექანიკურად არ გავაღიზიანოთ, ხშირად ის ჩვეულ მდგომარეობას თავად უბრუნდება, საჭიროა უბრალოდ მოთმინება და ჩვეულ რეჟიმში ჩადგომა. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ საჭიროა ჩვეულებრივ გავაგრძელოთ თავის მოვლის რიტუალი – წმენდა (ცხიმიანი კანის შემთხვევაში ორმაგი ძალისხმევა გვმართებს), ტონიზირება და აქტიური სამკურნალო კრემი.

Mario Badescu Acne Facial Cleanser – $15.00

მნიშნვნელოვანია გამწვავების პერიოდში კანი არ გამოვაშროთ, რადგან ამან შესაძლოა ჯირკვლების უფრო მეტი სეკრეცია გამოიწვიოს და გამონაყარი გაძლიერდეს. ძირითადი თერაპია ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურია. ყველაზე ხშირად გამოიყენება რეტინოლის შემცველი პრეპარატები, რომლებიც ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში ძალიან კარგ სებორეგულირებად ეფექტს იძლევიან, რეგენერაციის პროცესს აჩქარებენ, კანს აღიავებენ და რელიეფს აგლუვებენ. რეტინოლს ამ თვისებების გამო ხშირად იყენებენ გასაახალგაზრდავებელ კრემებში, მას შეუძლია კანის გამკვრივება და ნაოჭების შემცირება.

Tree of Life Retinol Serum – $10.95

ასევე კანის ნორმალიზაციას ხელს უწყობს წმენდა იმ საშუალებებით, რომლებიც ხილმჟავებს შეიცავენ. მცირე დოზებით ისინი ხელს უწყობენ კანის განახლებას და აძლიერებენ რეტინოლის შემცველი პროდუქტების მოქმედებას.

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია არ მივმართოთ თვითმკურნალობას და თუ პრობლემა გაგვიჩნდა, დროულად მივაკითხოთ ექიმს.

TruSkin Naturals Vitamin C Serum for Face – $15.00
კომენტარი
%d bloggers like this: