კომპანიამ H&M ქეით მიდლტონის საქორწინო კაბის კოპიო გამოუშვა

წელს ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი ქორწინების მეშვიდე წლისთავს აღნიშნავენ. დაახლოებით ორ თვეში პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილიც გაიმართება. სანამ საზოგადოება ქეითისა და მეგანის მსგავსება-განსხვავებითაა დაკავებული, კომპანია H&M დროს არ კარგავს.

მომავალმა პატარძლებმა ქეით მიდლტონის საქორწინო კაბის მორგების უნიკალური შესაძლებლობა მიიღეს. 2011 წელს ჰერცოგიანიას კაბა Alexander McQueen-ის სახლის დიზაინერმა, სარა ბარტონმა შექმნა. გუშინ H&M-მა ლეგენდარული კაბის კოპიოს გამოშვება დააანონსა, რომელიც ქეითს ჯვრისწერაზე ეცვა.

ოფიციალური მონაცემებით ქეითის კაბა 150 ათასი ბრიტანული ფუნტი დაჯდა (დაახლოებით 211 ათასი ამერიკული დოლარი). H&M-ის კაბა-რეპლიკა კი 299 დოლარი ეღირება. კაბებს შორის მცირე განსხვავება იქნება. მცირებიუჯეტიან ვერსიას შლეიფი არ ექნება, მოქარგული ყვავილები უფრო მსხვილი იქნება და წელზე ლენტა გამოჩნდება.

 

კომენტარი
%d bloggers like this: