მირანდა ქერი მეორედ გახდა დედა

35 წლის მოდელსა და ბიუთი-ბიზნესლედის მირანდა ქერის და 27 წლის მილიარდერ ევან შპიგელს შვილი შეეძინათ. ბიჭუნა 7 მაისს ლოს-ანჯელესის კლინიკაში Cedars-Sinai დაიბადა. პატარას ჰართი დაარქვეს. ბავშვი პირველი შვილია ევანისთვის, მირანდას კი უკვე ჰყავს უფროსი ვაჟი ფლინი, რომლის მამა მსახიობი ორლანდო ბლუმია.

მირანდამ და ევანმა ერთმანეთი 2015 წელს გაიცნეს. 2016 წელს კი 12 მილიონად ღირებული ერთობლივი სახლი იყიდეს და საცხოვრებლად ერთად გადავიდნენ. წყვილი გასული წლის მაისში დაქორწინდა.

კომენტარი
%d bloggers like this: