მიშელ პფაიფერი “მალაფისენტას” სიქველში ითამაშებს

The Hollywood Reporter-ის ცნობით მიშელ პფაიფერი ანჯელინა ჯოლის და ელ ფენინგს “მალაფისენტას” სიქველში შეუერთდება.

ახალი ფილმის დეტალებს ჯერჯერობით არ ამხელენ, თუმცა ცნობილია, რომ 59 წლის მსახიობი დედოფლის როლს შეასრულებს. “მალაფისენტას” გაგრძელებას ხოაკიმ რონინგი გადაიღებს, რომელიც “კარიბის ზღვის მეკობრეების: მიცვალებულები ზღაპრებს არ ყვებიან” დამდგმელი რეჟისორია.

ფილმის გადაღება მიმდინარე წელს დაიწყება. შეგახსენებთ, რომ “მალაფისენტა” 2014 წელს გამოვიდა და “მძინარე მზეთუნახავის” ანტაგონისტს წარმოადგენს. გაქირავებაში ფილლმა 758 მილიონი დოლარი დააგროვა.

 

 

კომენტარი
%d bloggers like this: