მსოფლიოს ყველაზე მუქი შენობა

ბრიტანელმა არქიტექტორმა-ნოვატორმა ასიფ ხანმა ზამთრის XXIII ოლიმპიადისთვის შავი პავილიონი შექმნა. „შენობაში შესვლისას გგონია, რომ სიშავის ღრუბელი გნთქავთ“ – ამბობს მისი ავტორი. ხანი თავის პროექტებში სისტემატურად იყენებს ახალ ტექნოლოგიებსა და მასალებს.

Hyundai Motor-ის პავილიონი ჩრდილოეთ კორეაში, ოლიმპიურ დედაქალაქ პიონჩანგშია განთავსებული. არქიტექტორმა პავილიონის სუპერ-შავი ფერი Vantablack-ის საშუალებით მიიღო. ამ ახალ მასალას სინათლის 99 პროცენტის შთანთქმის უნარი აქვს.

This slideshow requires JavaScript.

შენობა 10 მეტრი სიმაღლისაა. შიგნით ხანმა თეთრი „ოთახი წყლით“ მოათავსა – წყლის ურთულესი მექანიზმი, რომელიც განსაკუთრებულ რითმში, წუთში 25 ათას წვეთად ჩამოდის. ნებისმიერ მსურველს შეუძლია წვეთების რიტმის შეცვლა. წვეთები პატარა ტბას ქმნიან, რომელიც ხან ქრება, ხან ისევ ჩნდება. „პროექტში მინდოდა სამყაროს მასშტაბიდან წვეთის მასშტაბში გადასვლის ჩვენება“- განმარტავს არქიტექტორი.

 

კომენტარი
%d bloggers like this: