მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სახლი იყიდება

ვილა Les Cèdres ჩრდილოეტ საფრანგეთში, სენ-ჟან-კაპ-ფერას სანაპიროზე მდებარეობს.
ქვიშისფერი-მოვარდისფრო სახლი 1830 წელს აშენდა და პირველად 1950 წელს გაიყიდა ქალაქის მერზე, რომელიც ზეთისხილის ხეებს ზრდიდა.

ვილის უზარმარზარ ეზოში, რომელიც 14 ჰექტარზეა გაშლილი, დღესაც დგანან ზეთისხილის ხეები, რომელთა ასაკი 300 წელია. 1904 წელს მერის მემკვიდრეებმა ვილა ბელგიის მეფე ლეოპოლდ II-ს  მიჰყიდეს, რომელიც უზომოდ გამდიდრდა კონგოში ბუნებრივი რესურსებისა და კაუჩუკის მოპოვებით. ლეოპოლდმა სახლის გარშემო ბაღი გააფართოვა, რომელიც დღეს ათ საუკეთესო ბოტანიკურ ბაღს შორისაა. ეზოში ეგზოტიკური მცენარეები დარგო და ულამაზესი აუზი გააკეთა.

სახლის ინტერიერი მდიდრულადაა მორთული და სავსეა ხელოვნების ნიმუშებით. აქვე 3000 წიგნისგან შემდგარი ბიბლიოთეკაა. მასში დაცულია 1640 წელს გამოვემული ბოტანიკური ლექსიკონი, რომელიც რამდენიმე ათას ევროდაა შეფასებული.

ლეოპოლდის გარდაცვალებიდან 15 წლის შემდეგ ვილა მარნიე-ლაპოსტოლის ოჯახმა იყიდა, რომელიც ცნობილია ლიქიორის Grand Marnier წარმოებით. ლიქიორისთვის საჭირო ციტრუსებს სწორედ ამ ბაღში ზრდიდნენ.

Les Cèdres მარნიე-ლაპოსტოლის ოჯახს 2016 წლამდე ეკუთვნოდა. ახლა კი ვილა გასაყიდადაა გამოტანილი და 350 მილიონ ევროდა არის შეფასებული.

კომენტარი
%d bloggers like this: