მუნკის მუზეუმმა ოსლოში მხატვრის გრაფიკული ნამუშევრების უფასო ონლაინ-არქივი შექმნა

მუნკის მუზეუმმა ოსლოშო ნორვეგიელი მხატვრის გრაფიკული ნამუშევრების ონლაინ-არქივი გამოაქვეყნა. დამთვარიელებლებს უკვე შეუძლიათ სრულიად უფასოდ ედვარდ მუნკის შვიდი ათასზე მეტი ნამუშევარი დაათვალიერონ.

ნამუშევრების გაციფრულება დაახლოებით  სამი წლის წინ დაიწყო, რომელთა უმეტესი ნაწილი ოსლოს მუზეუმშია დაცული, ნაწილი კი სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო კოლექციებში. მათი უმრავლესობა არასოდეს გამოფენილა.

როგორც მუზეუმის საიტზეა მითითებული „მუნკის ნახატები მისი ხელოვნების საფუძველს წარმოადგენს. ის ხატავდა ყველან და განუწყვეტლივ: მოგზაურობისას, კაფეში, კაბარეში, ქუჩაში და რა თქმა უნდა სახელოსნოში“.

მხატვარი თითოეულ თავის ნამუშევარს ინახავდა, ამიტომ პატარა ჩანახატებიდან დაწყებული დიდი ტილოებით დამთავრებული, თითქმის ყველა შემონახულია.

კომენტარი
%d bloggers like this: