“მხევლის წიგნის” მეორე სეზონის თრეილერი გამოვიდა

დღეს გამოქვეყნებულ პოსტერზე ჯუნი (ელისაბედ მოსი) “თეთრ ფრთებს” – თავსაფარს, რომლებიც მხევლებმა ხალხში გასვლისას უნდა ატარონ, წვავს.  პოსტერთან ერთად სერიალის “მხევლის წიგნის” მეორე სეზონის თრეილერიც გამოვიდა.

ახალი სეზონში სერიალის ყველა პერსონაჟი დაბრუნდება და მათ რამდენიმე ახალი მსახიობი შეემატება. ზოგიერთი მათგანი მაყურებლისთვის კარგად ნაცნობია. ესენი არიან მარისა ტომეი, ბრედლი უაიტფორდი, ქლი დიუვალი და ჩერი ჯონსი.

ახალი სეზონის პრემიერა Hulu-ზე 25 აპრილსაა დაგეგმილი.

კომენტარი
%d bloggers like this: