ნაომი კემპბელი ბიუთი-ბრენდის სახე პირველად გახდა

მიუხედავ იმისა, რომ ნაომი კემპბელი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი მოდელია, კოსმეტიკური ბრენდის სახე არასდროს ყოფილა.

ის 2019 წლის დასაწყისში კოსმეტიკური კომპანია NARS-ის რეკლამაში პირველად გამოჩნდება.

კემპბელი დიდი ხანია მეგობრობს ფრანსუა ნარსთან.

“ნაომი – ცოცხალი ლეგენაა. მე მისით კარიერის დასაწყისიდან აღფრთოვანებული ვარ” – არ მალავს ნარსი.

სუპერმოდელს უკვე აქვს ბრენდის საყვარელი პროდუქტები: რუჟი Taj Mahal, წამწამების ტუში Climax, ტუჩის გლუვი ფანქარი Dragon girl და თვალის ლაინერი Mamboo.

კომენტარი
%d bloggers like this: