ნაომი უოტსო “სამეფო კარის თამაშების” პრიქველში ითამაშებს

“სამეფო კარის თამაშების” სპინ-ოფში მონაწილეობას მსახიობი ნაომი უოტსი მიიღებს. ეს ინფორმაცია არხმა HBO დაადასტურა. ჯერჯერობით უცნობია ვის როლს შეასრულებს “ოსკარის” ორგზის ნომინანტი მსახიობი, თუმცა ცნობილია, რომ ეს იქნება “ქარიზმატული ქალი შავბნელი წარსულით”.

შოუ ორიგინალური სერიალის პრიქველს წარმოადგენს. მასში მოქმედება “სამეფო კარის თამაშებში” განვითარებულ ამბამდე ათასი წლით ადრე, ვესტეროსის ოქროს ხანის დასასრულს განვითარდება. სცენარზე მუშაობენ ჯორჯ მარტინი და ჯეინ გილდმანი. ეს უკანასკნელი “მის პერეგრინის უჩვეულო ბავშვების სახლის” და ტიმ ბარტონის ახალი “იქს ადამიანების” სცენარისტია.

შეგახსენებთ, რომ სერიალის პრიქველის გადაღების შესახებ ცნობილი ივლისში გახდა და ჯორჯ მარტინის აზრით მისი სახელწოდება “გრძელი ღამე” იქნება.

კომენტარი
%d bloggers like this: