ნატალი დორმერი ვივიენ ლის როლს ითამაშებს

ნატალი დორმერი, რომელიც ცნობილი სერიალით “სამეფო კარის თამაშები” გახდა, ახალ სერიალში მსახიობ ვივიენ ლის როლს შეასრულებს. ლის ყველაზე სახელგანთქმული როლი სკარლეტ ო’ჰარაა “ქარწაღებულნის” მარგარეტ მიტჩელის რომანის ეკრანიზიაციიდან, რომელმაც 1940 წელს “პირველი” ოსკარი მოუტანა. კიდევ ერთი ოქროს ქანდაკება სახიობმა 1952 წელს ბლანშ დიუბუას როლისთვის მიიღო ფილმში “ტრამვაი სურვილი”.

სერიალს ჯერჯერობით არც სახელი აქვს და არც დეტალებია ცნობილი. როგორც ამბობენ, თითოეული სერია ლეგენდარული მსახიობის სხვადასხვა პროექტს მიეძღვნება. შოუს სცენარი საარქივო მასალებისა და კენდრა ბინის წიგნის – “ვივიენ ლი: პირადი პორტრეტის” მიხედვით შეიქმნა, რომელიც 2013 წელს გამოქვეყნდა.

 

კომენტარი
%d bloggers like this: