ვინ იმღერებს 2018 წლის ოსკარზე ცნობილია

„ოსკარის“ 2018 წლის დაჯილდოებამდე სულ ცოტა დრო რჩება. ცერემონია 4 მარტსაა ჩანიშნული.

პროდიუსერებმა ის შემსრულებლები დაასახელეს, რომლებიც დაჯილდოებას მუსიკალურად გააფორმებენ. ესენი არიან: გაელ გარსია ბერნალი, მერი ჯი ბლაიჯი, Common, ანდრა დეი, ნატალია ლაფურკადე, მიგელი, კილა სეტლი და სუფიან სტივენსი. მუსიკოსები იმ სიმღერებს შეასრულებენ, რომლებიც წელს „ოსკარზეა“ ნომინირებულია.

შეგახსენებთ, რომ მერი ჯი ბლაიჯი ორ ნომინაციაზე – საუკეთესო სიმღერისთვის და საუკეთესო მეორეხარისხოვანი ქალის როლის შესრულებისთვისაა წარდგენილი.

წელს საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში გამარჯვებისთვის იბრძოლებენ:

 

მერი ჯი ბლაიჯი

Common და ანდრა დეი

ნატალია ლაფურკადა, გაელ გარსია ბერნალი და მიგელი

სუფიან სტივენსი

კილა სეტლი

 

 

კომენტარი
%d bloggers like this: