“ოსკარის” 2019 წლის დაჯილდოებას წამყვანი არ ეყოლება

“ოსკარის” 91-ე დაჯილდოების ცერემონია წამყვანის გარეშე ჩაივლის. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემამ Variety გაავრცელა.

ორგანიზატორებმა ვერ შესძლეს კევინ კარტის შემცვლევის პოვნა, რომელიც დაჯილდოების წამყვანი უნდა ყოფილიყო.

ამიტომ ჰოლივუდის რამდენიმე ტოპ-ვარსკვლავი აირჩიეს, რომლებიც სხვადასხვა სეგმენტებს წაიყვანენ. მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

კინოაკადემიის ისტორიაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც “ოსკარი” წამყვანის გარეშე რჩება.

უკანასკნელად მსგავსი შემთხვევა 1989 წელს მოხდა, თუმცა ცერემონიის ტრანსლაცია საკმაოდ რეიტინგული იყო.

შეგახსენებთ, რომ კევინ ჰარტმა ჰომოფობიაში ბრალდების გამო ცერემონიის წამყვანობაზე უარი თქვა.

რიგით 91-ე დაჯილდოება 2019 წლის 24 თებერვალს გაიმართება.

კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published.

%d bloggers like this: