“ოუშენის 8 მეგობრის” საბოლოო თრეილერი გამოვიდა

ოუშენის მეგობრების ქალური ნაკრები შთამბეჭდავია: სანდრა ბულოკი, ქეით ბლანშეტი, ენ ჰეთეუეი, რიანა, მინდი კალინგი, ჰელენა ბონემ კარტერი, სარა პოლსონი და აკვაფინა. მათ გვერდით ვიხილავთ ჯეიმს კორდონსაც, რომელიც გამომძიებლის როლს ასრულებს.

თუ თიზერ-თრეილერში გმირები სათითაოდ გავიცანით, საბოლოო თრეილერი ფილმის მოკლე შინაარსს გვიყვება.

სანდრა ბულოკი ჯორჯ კლუნის ეკრანულ დას ასახიერებს და რამდენიმე მილიონად შეფასებული სამკაულის მოპარვას გეგმავს.

“ეს რისთვის გინდა?” – ეკითხება ქეით ბლანშეტის გმირი სანდრას.

“იმიტომ, რომ კარგად გამომდის” – პასუხობს ის. ყველაფერი მარტივი და გასაგებია.

კომენტარი
%d bloggers like this: