ოფიციალურია: ლედი გაგა საქმროს დაშორდა

გასული წლის ოქტომბერში ლედი გაგამა და მისმა საქმრომ კრისტიან კარინომ, რომელიც მანამდე გაგას აგენტი იყო, ქორწილი დააანონსეს.

იანვარში ისინი ერთად მივიდნენ SAG-ის დაჯილდოებაზე, სადაც ლედი გაგა ნიშნობის ბეჭედს თამამად უკეთებდა დემონსტრირებას.

“გრემის” ცერემონიის შემდეგ გავრცელდა ხმები წყვილის დაშორების შესახებ. გაგამ დილდო მიიღო სიმღერისთვის Shallow, მაგრამ სამადლობელ სიტყვაში კრისტიანი არ უხსენებია და აღარც ბეჭედი ამშვენებდა მის არათითს. კარინო არც ცერემონიას დასწრებია.

წყვილის დაშორება ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურდა. გაგას აგენტმა დაადასტურა, რომ ისინი ერთად აღარ არიან და ქორწილიც არ იქნება.

კომენტარი
%d bloggers like this: