ოქსფორდის ლექსიკონმა “ტოქსიკური” წლის სიტყვად დაასახელა

ოქსფორდის ლექსიკონმა 2018 წლის სიტყვად toxic (ტოქსიკური) დაასახელა. 2018 წლის განმავლობაში ლექსიკონის საიტზე სიტყვა “ტოქსიკურს” 45%-ით უფრო ხშირად ეძებდნენ.

ლექსიკონის მონაცემებით ამ ზედსართავით ყველაზე ხშირად ახასიათებდნენ ქიმიკატს, მასკულინობას, აირს, გარემოს, ურთიერთობას, ნარჩენებს, წყალმცენარეებს და ჰაერს.

აშშ-ში ტოქსიკურ ნარჩენებზე ყველაზე ხშირად ქარიშხალ “ფლორენსის” წინ საუბრობდნენ. იყო საშიშროება რომ  ძლიერი წვიმები გაავსებდნენ ორმოებს შხამიანი ნარჩენებით და წყალსაცავები დაბინძურდებოდა.

ლექსიკონის მონაცემებით გარემოს დაბინძურების მიმართ ინტერესმა პიკს ოქტომბერში მიაღწია, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მსოფლიოში ბავშვების 90%-ზე მეტი ყოველდღიურად მოწამლული ჰაერით სუნთქავს.

ტერმინი “ტოქსიკური კულტურა” სამუშაოდ არახელსაყრელ გარემოს აღნიშნავს: მტრულად განწყობილ კოლექტივს, გადამეტებულ მუშაობას და სტრესს, კონფლიქტს ხელმძღვანელობასთან.

პოპულარული გახდა ფრაზა “ტოქსიკური ურთიერთობაც”.

“ტოქსიკური მასკულინობა” მამაკაცების მხრიდან სტერეოტიპული და დესტრუქციული მოქმედებას აღნიშნავს. ეს ტერმინი პირველმა ფსიქიატრმა ტერი კუპერსმა გამოიყენა, რომელიც პატიმარტა ფსიქოლოგიას შეისწავლის.

კუპერსის აზრით “ტოქსიკური მასკულინობა” ვლინდება ძალადობისკენ, დომინირებასა და კონტროლისკენ მიდრეკილების სურვილში, ასევე, ქალებისა და ჰომოსექსუალების მიმართ ზიზღის სახით.

 

 

 

კომენტარი
%d bloggers like this: