სებასტიან ერასის “პარიზული იატაკები”

“პარიზული იატაკები“ – ასე ჰქვია ფოტოების სერიას, რომლითაც გერმანელი ფოტოგრაფი სებასტიან ერასი(Sebastian Erras) ცნობილი გახდა. მას Instagram-ის გვერდზე 163 ათასი მიმდევარი ჰყავს.

ქუჩაში სიარულისა, შენობებში შესვლისას ხშირად აქეთ-იქით ვიყურებით, მაგრამ იატაკს იშვიათად ვაკვირდებით. ერასმა ყურადღება მიაქცია რა არის ჩვენს ფეხქვეშ. მისი ფოტოები მთელს ქალაქში გვამოგზაურებენ. აქ არის მონმარტრიც და პარიზის პატარა მაღაზიებიც, ყველასთვის ნაცნობი და სრულიად უცნობი ადგილები.

„იატაკის გადაღების იდეა მაროკოში, ბახიას სასახლეში მომივიდა, სადაც გასაოცარი მოზაიკა ვნახე“ – ამბობს ფოტოგრაფი.

ფოტოებზე ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს სებასტიანის ფეხსაცმელი. ის ყოველთვის გემოვნებითაა შერჩეული, ხან იატაკის ტონში ჯდება და ხან მასთან კონტრასტშია.

ფოტოგრაფმა „პარიზული იატაკების“ მსგავსი პროექტები ბარსელონასა და ვენეციაშიც გააკეთა.

 

კომენტარი
%d bloggers like this: