პიკასოს ახალი მუზეუმი

პაბლო პიკასოს გერი კატრინ იუტე-ბლე მხატვრის ყველაზე დიდი მუზეუმის გახსნას გეგმავს. მუზეუმი პიკასოს და მის უკანასკნელ მეუღლეს ჟაკლინ როკს მიეძღვნება. ის საფრანგეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ექს-ან-პროვანსში, ყოფილი მონასტრის შენობაში განთავსდება. მუზეუმში 2000-მდე ექსპონატი განთავდება, რაც პარიზში, ანრიბახში, ბარსელონასა და მალაგაში მდებარე მუზეუმების ნამუშევრებზე მეტია. სავარაუდოდ, მუზეუმი წელიწადში 500 ათას დამთვარიელებელს მიიღებს.

ჟაკლინი, კატრინი და პაბლო

კატრინმა მემკვიდრეობით პიკასოს ნამუშევრების დიდი კოლექცია და ექს-ან-პროვანსთან ახლოს მდებარე ვოვენაგრის ციხესიმაგრე მიიღო, სადაც დაკრძალულია მხატვარი. ნამუშევრების ძირითადი ნაწილი 1952-1973 წლებით თარიღდება, მათ შორისაა ჟაკლინის 400 პორტრეტი.

ყოფილი ქალთა დომინიკური მონასტერი, სადაც პიკასოს მუზეუმი გაიხსნება

კატრინმა მომავალი მუზეუმის შენობა, რომელიც XIII საუკუნით თარიღდება, საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად შეიძინა, იმ პირობით, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში მუზეუმს გახსნის. მუზეუმის გახსნა 2021 წელს იგეგმება.

ჟაკლინ როკის პორტრეტი, 1965
კომენტარი
%d bloggers like this: