პრინცესა დიანას ძმის შვილი კიტი სპენსერი Bulgari-ს ამბასადორი გახდა

კიტი სპენსერმა, რომელიც ძმა ლუისთან ერთად პრინც ჰარის ქორწილის ვარსკვლავი გახდა, Bulgari-ს საიუველირო სახლთან თანამშრომლობა დააანონსა.

ამბასადორის ახალ სტატუსზე კიტიმ Instagram-ს საშუალებით განაცხადა: “ჩემთვის დიდი პატივია ერთ-ერთ საუკეთესო იტალიურ საიუველირო ბრენდთან თანამშრომლობა. Bulgari ყოველთვის არის შემოქმედების, ტრადიციის, სილამაზისა და გლამურის სინონიმი” – მიაწერა კიტიმ Instagram-ის სარეკლამო პოსტს საკუთარი გამოსახულებით.

კიტი ადრეც თანამშრომლობდა იტალიურ ბრენდთან. ძირითადად ეს იყო საქველმოქმედო პროექტები. ასევე მის აქტივებშია მუშაობა ბრენდთან და ელტონ ჯონის ფონდთან. მეგანის და ჰარის ქორწილშიც Bulgari-ს სამკაულებით ბრწყინავდა, თუმცა მთავარი სამკაული Dolce&Gabbana-ს კაბა იყო. ეს არაა გასაკვირი, რადგან სპენსერი დომენიკოსა და სტეფანოს დიზაინერული დუეტისთვის ნამდვილი მუზაა და არცერთ ჩვენებასა და სარეკლამო კამპანიას არ ტოვებს. მანამდე, 27 წლის კიტი აქტიურად წარადგენდა ბრენდს Ralph Lauren Collection და საკუთარ თავს, ჯერჯერობით, აქტიური მოდელის როლში ხედავს.

“მე ვაფასებ ყოველ შესაძლებლობას, რომელსაც ეს სამუშაო მაძლევს: ახალ ადგილებს, სადაც ჩემით არ გავემგზავრებოდი, საინტერესო შეხვედრებს, ლამაზ ნივთებს”- აღნიშნა კიტიმ ELLE-თან ინტერვიუში.

გასულ სეზონზე მილანის მოდის კვირეულზე სპენსერის დებიუტი შედგა. მას მოლაპარაკება აქვს სააგენტო Storm Management-თან, რომლის კლიენტი ქეით მოსია. ასე რომ, კიტი უმუშევარი არ იქნება. თუმცა მან ახლახანს ლონდონში ლუქს ბრენდების მენეჯერის დიპლომი აიღო და მომავალში ამ საქმით დაკავებას გეგმავს. ახლა კი, საკუთარ სილამაზეს და ახალგაზრდობას იყენებს და კარიერას იქმნის. Bulgari-ს ამბასადორობა კი ამ გზაზე გადადგმული სერიოზული ნაბიჯია.

კომენტარი
%d bloggers like this: