პროდუქტები ჯანსაღი ძილისთვის

ზრდასრულ ადამიანს ძალების აღსადგენად მინიმუმ 8-საათიანი ძილი სჭირდება.

თუ მთელი დღის განმავლობაში სტრესს განიცდით, დღის ბოლოს დაგროვილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაძაბულობა მოდუნების და ჩაძინების საშუალებას არ გაძლევთ. შედეგად, დილით დაღლილობის შეგრძნებით იღვიძებთ და თავის ფორმაში მოყვანას ჭიქა ყავით ცდილობთ.

ყავა გვაფხიზლებს, მაგრამ ამავდროულად არსებობენ პროდუქტები, რომლებსაც მოდუნება და მშვიდი ძილის უზრუნველყოფა შეუძლიათ.

 

კივი

კივის ნაყოფი სავსეა C და E ვიტამინით, სეროტონინითა და ფოლიუმის მჟავით, რის გამოც ძილისწინ წასახემსებლად იდეალური პროდუქტია. სასარგებლო ნივთიერებების ასეთი შეხამება ხელს უწყობს სწრაფად ჩაძინებას. კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ ორი კივის მირთმევა ჩაძინებამდე ორი საათით ადრე ძილს უფრო ღრმას ხდის და ერთი საათით ახანგრძლივებს.

 

რძე

კალციუმის უკმარისობა ცუდი ძილის ერთ-ერთი მიზეზია. სწორედ ამიტომ ერთი ჭიქა თბილი რძე საძილე საშუალებად ითვლება. გარდა ამისა, რძე შეიცავს ტრიპტოფანის ამინომჟავას, რისგანაც მელატონინი სინთეზირდება. რძე ნერვულ დაძაბულობასაც ხსნის და მოდუნებას უწყობს ხელს.

 

საკვები ბოჭკოებით მდიდარი პროდუქტები

ცელულოზით მდიდარი პროდუქტები აუმჯობესებენ ძილს. საკვები ბოჭკოების მიღება პირდაპირ კავშირშია ნელი ძილის ფაზასთან, რომელიც ძილის საერთო პერიოდის 80%-ს შეადგენს. რაც უფრო მეტ ბოჭკოვან საკვებს ვიღებთ, მით უკეთ გვძინავს. ცელულოზა სისხლში შაქრის შემცველობის ცვლილებას უშლის ხელს, რომელსაც ძილის ჰორმონის – მელატონინის დონის შემცირება შეუძლია. საკვები ბოჭკოებით მდიდარი პროდუქტები: ლობიო, არტიშოკი, მუხუდო და სხვები.

 

თევზი

ძილის ჰორმონი მელატონინი უკეთესად გადამუშავდება, თუ ორგანიზმში საკმარისი რაოდენობითაა ვიტამინი B6. ამ ვიტამინის რეკორდულ რაოდენობას თევზი შეიცავს. B6 არამხოლოდ ძილს, არამედ მეხსიერებასაც აუმჯობესებს.

 

ალუბლის წვენი

ყველაფერი მარტივია. ალუბალი მელატონინს შეიცავს. ერთი ჭიქა ნატურალური ალუბლის წვენი უძილობის უებარი წამალია. კვლევებით დადასტურდა, რომ ზრდასრულები ვისაც უძილობა აწუხებდა, დღის განმავლობაში ერთ ჭიქა ალუბლის წვენს იღებდნენ, რაც მათ ჩაძინებასა და ძილის მოწესრიგებაში ეხმარებოდა.

 

ბანანი

ბანანი კალიუმითა და მაგნიუმით მდიდარია, რომლებიც სეროტონინისა და მელატონინის წარმოქმას უწყობენ ხელს და ბუნებრივ რელაქსანტებს წარმოადგენენ, შესაბამისად მოდუნებას და ჩაძინებას უწყობენ ხელს. მათი მიღება უმჯობესია დაძინებამდე ორი საათით ადრე.

 

კომენტარი
%d bloggers like this: