პროექტი “მედიART2” – ადაპტირებული შემოქმედება

2019 წლის 18 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით ბათუმში, სოციალური კაფე “თავისუფალ სივრცეში” პროექტი “მედიART2” განხორციელდება.

პროექტის მიზანია ბათუმელ ხელოვანთა ნამუშევრების ადაპტირება და ინკლუზიური მიდგომების დანერგვით კულტურული ღონისძიებების აღქმისა და ხელმისაწევდომობის გაზრდა შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირთათვის.

პროექტით “მედიArt2”, თანამედროვე ხელოვანებს შესაძლებლობა მიეცემათ თავიანთი შემოქმედება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადონ და შემოქმედებითი პროდუქტის შექმნის დროს შშმ პირთა საჭიროებები გაითვალისწინონ.

პროექტის კომპლექსური და ინოვაციური მიდგომებით საქართველოს მასშტაბით კულტურის სფეროში ჯანსაღი ინკლუზიის დამკვიდრებას შეეწყობა ხელი.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

  • ინკლუზიური მუსიკალური საღამოები – (ბათუმელი მომღერლების საავტოტო მუსიკის ადაპტირება ჟესტურ ენაზე)
  • სმენისარმქონე/სმენადაქვეითებული მხატვრის ნამუშევრების გამოფენა – ანა ჭყონია, 20 წლის თვითნასწავლი ბათუმელი სმენადაქვეითებული მხატვარი.
  • სმენისარსმქონეთათვის ადაპტირებული ქართული ფილმების ჩვენება და განხილვა – თავისუფალ სივრცეში გაიმართება სამი ჟესტურ ენაზე ადაპტირებული ფილმის ჩვენება „ახალგაზრდა ხელოვანთა საერთაშორისო გაერთიანებასთან“  ერთად.
  • ადაპტირებული მონოსპექტაკლი – ახალგაზრდა რეჟისორი ლაშა შეროზია პროექტის ავტორთან კონსულტაციით შეარჩევს მონოპიესას და სუდოთარჯიმანთან თანამშრომლობით დადგამს ადაპტირებულ მონოსპექტაკლს, რომლის ჩვენება გაიამრთება „თავისუფალი სივრცეში“.
  • ვორქშოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების შესახებ – პროექტში ჩართული ხელოვანები მონაწილეობას მიიღებენ ვორქშოფში, რომელიც დეტალურად გააცნობს თუ რა არის შეზღუდული შესაძლებლობა, რა საჭიროებები და გამოწვევები აქვს აღნიშნულ თემს, როგორ ხდება შშმ პირთათვის სივრცის მორგება და მათი ფუნქციონალური ჩართულობა.

პროექტს        ახალგაზრდული        ორგანიზაცია  “ცვლილებები  თანაბარი         უფლებებისათვის” ახორციელებს.

პროექტის ფინანსური მხარდამერია აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო “თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის” ფარგლებში.

 

კომენტარი
%d bloggers like this: