ჟურნალი Interview დაიხურა

ჟურნალი Interview, რომელიც 1969 წელს ცნობილმა მხატვარმა ენდი უორჰოლმა შექმნა, არსებობას წყვეტს. გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი ჟურნალის მთავარი რედაქტორი, ეზრა მარკუსის თვითერიდან გახდა.

49-წლიანი ისტორიის შემდეგ დახურვის მიზეზი გაკოტრებაა. აპრილში ჟურნალი სარედაქციო დირექტორმა ფაბიენ ბარონმა და კრეატიულმა დირექტორმა კარლ ტემპლერმა დატოვეს, რომელიც გამოცემის ანონიმურმა თანამშრომლებმა სექსუალური ზეწოლაში დაადანაშაულეს.

გარდა ამისა, ბარონი და მისი მეუღლე სტილისი ლიუდივინ პოინბლანკი ჟურნალს სასამართლოში უჩივიან და ხელფასის დავალიანებას, 600 ათას დოლარს ედავებიან. Interview-ს ერთ-ერთი გამომცემელი ჯეინ კატცი ასევე 230 ათას დოლარს ითხოვს მორალური ზიანისთვის, რადგან ის უმიზეზოდ გაათავისუფლეს.

კომენტარი
%d bloggers like this: