ემილი რატაკოვსკიმ საცურაო კოსტიუმების ბრენდი შექმნა

გასული წლის ბოლოს საცურაო კოსტიუმების დიდმა თაყვანისმცემელმა მოდელმა ემილი რატაკოვსკიმ საკუთარი ბრენდი Inamorata შექმნა. გუშინ მოდელმა საკუთარ Instagram-ზე ბრენდის სარეკლამო კამპანიის ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოებზე, რა თქმა უნდა, თავად ემილია გამოსახული, გვერდს კი მეუღლე, პროდიუსერი სებასტიან ბეარ-მაკკლარდი უმშვენებს. ფოტოების ავტორი იტალიელი ემანუელ დ’ანჯელოა.

ბრენდის საიტზე საცურაო კოსტიუმის ექვსი მოდელია განთავსებული. ბიკინის შეძება 150$-დან არის შესაძლებელი, ხოლო დახურული კოსტიუმის ფასი 160$-ია.

This slideshow requires JavaScript.

 

კომენტარი
%d bloggers like this: