რაფ სიმონსმა Calvin Klein-ის კრეატიული დირექტორის პოსტი დატოვა

გასული კვირის ყველაზე ხმაურიანი ამბავი რაფ სიმონსის Calvin Klein-იდან წასვლა გახდა.

კონტრაქტის ვადა დიზაინერსა და მოდის სახლს შორის 2019 წლის აგვისტოში იწურება, თუმცა სიმონსთან თანამშრომლობის ნაადრევად გაწყვეტის გამო მომავალი წლის თებერვალში ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე ბრენდის ჩვენება არ გაიმართება.

კომპანიის ოფიციალური განცხადებიდან გამომდინარე შეთანხმება ორივე მხარის თანხმობით მოხდა.

სიმონსის შემცვლელის ვინაობაა არ არის ცნობილი.

სიმონსისთვის მთავარი შემოქმედებაა. მისთვის მნიშვნელოვანია შთაგონების ძიება თანამედროვე კულტურაში და ხმაურიანი სარეკლამო კამპანიები ვარსკვლავების მონაწილეობით. Calvin Klein-ის ხელმძღვანელობის თქმით კი ბრენდის განვითარებაში ჩადებული თანხა ვერ ამოიღეს.

უთანხმოება ბრენდსა და დიზაინერს შორის რამდენიმე თვეა გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ სიმონსის მისვლის შემდეგ გაყიდვების რიცხვმა იმატა.

2017 წელს რაფ სიმონსი CDFA-ს ცერემონიაზე დააჯილდოვეს როგორც მამაკაცის სამოსის საუკეთესო დიზაინერი, ერთი წლის შემდეგ კი მისის მიღწევები ქალის სამოსის შექმნაში აღნიშნებს. თუმცა ეს ფაქტები ბრენდის ხელმძღვანელობამ ნაკლებად გაიზიარა.

კომენტარი
%d bloggers like this: