რა ვიცით ლეონარდო დიკაპრიოს ახალ შეყვარებულზე

ჟურნალისტებმა ჰოლივუდის ყველაზე სასურველი სასიძო ახალი შეყვარებულთან ერთად შეამჩნიეს. ლეოს ახალი გოგო 20 წლის მოდელი და მსახიობი კამილა მორონეა.

დიკაპრიოს ყველა შეყვარებული იუმორის გრძნობით გამოირჩევა, ასევე კამილაც.

ის Love Magazine-ის და თურქული Vogue-ის ყდებს ამშვენებს. გასულ წელს Moschino-ს პოდიუმზეც გამოჩნდა.

კამილა ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და ახალგაზრდა ამერიკელ სუპერმოდელებთან მეგობრობს, მათ შორის არიან კაია გერბერი, ჰეილი ბოლდუინი, ბელა ჰადიდი და კენდალ ჯენერი.

The only selfie that matters- the bathroom selfie💁

A post shared by Camila Morrone (@camimorrone) on

მისი სამსახიობო დებიუტი 2014 წელს ფილმში “ბუკოვსკი” შედგა. წელს კამილა სანდენსის კინოფესტივალს ესტუმრა ფილმით “სიკვდილის წყურვილი”, მთავარ როლში ბრიუს უილისია. კამილა “ოსკარის” წვეულების სტუმართა სიაშიცაა.

და ბოლოს, კამილას მამინაცვალი არც მეტი, არც ნაკლები ალ პაჩინოა.

 

კომენტარი
%d bloggers like this: