რა ვიცით მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ქორწილის შესახებ

წლის მთავარი ქორწილი მოახლოვდა. 19 მაისს მეგან მარკლი და პრინცი ჰარი დაქორწინდებიან. ყოველდღიურად ქორწილთან დაკავშირებული ახალი ამბები ცნობილი ხდება.

ჯვრისწერის ადგილმდებარეობა
მეგანი და პრინცი ჰარი ჯვარს წმინდა გიორგის სამლოცველოში, უინძორში დაიწერენ. ამავე სამლოცველოში მონათლეს პრინცი ჰარი. თბილისის დროით 12:30-ზე სტუმრების სამლოცველოში დაიწყებენ შეკრებას. ცერემონია 15:00-ზე დაიწყება, ერთ საათში კი სამლოცველოდან სადღესასწაულო პროცესია გამოემართება.
საქორწინო ბანკეტი
გასეირნების შემდეგ ახალდაქორწინებულები უინძორის სასახლეში დაბრუნდებიან, სადაც წმინდა გიორგის დარბაზში 600-კაციანი ბანკეტი გაიმართება. საღამოს მეგანი და ჰარი ახლობლების ვიწრო წრისთვის Frogmore House-ში პრინც ჩარლზთან წვეულებას გამართავენ, სადაც მხოლოდ 200 სტუმარი შეიკრიბება.
ფინანსები
სამეფო ოჯახი საკუთარ თავზე იღებს ქორწილის ხარჯს, რაც დაახლოებით 700 ათას აერიკულ დოლარს შეადგენს.
წინასწარი ანგარიშით, მეგანისა და ჰარის ქორწილი ბრიტანეთს 500 მილიონი ფუნტის შემოსავალს მოუტანს ქორწილზე ჩასული ტურისტებისა და წყვილის სუვენირების ხარჯზე.
სტუმრები
ცერემონია 600-მდე სტუმარი მოიწვიეს, რომელთა შორის არიან ბექჰემების ოჯახი, პრიანკა ჩოპრა, სერენა უილიამსი და სერ ელტონ ჯონი.
საჩუქრები
მართალია წყვილმა ყველა სტუმარს საჩუქრის ნაცვლად საქველმოქმედო ფონდში თანხის შეწირვა სთხოვა, მაგრამ დედოფალმა ელისაბედ II-მ მაინც გადაწყვიტა შვილიშვილისთვის საჩუქრის გაკეთება. დედოფალმა წყვილს York Cottage-ის მამული გადასცა, რომელიც ლონდონთან ახლოს მდებარეობს. ცნობილია, რომ აქ დროის გატარება მეფე ჯორჯ V-ს და მის მეუღლეს უყვარდა. York Cottage-თან ახლოს მდებარეობს ანმერ-ჰოლი, რომელიც პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა ასევე საქორწინო საჩუქრად მიიღეს. სანამ პრინცი ჯორჯი საბავშვო ბაღში მივიდოდა, ჰერცოგი და ჰერცოგინია იქ მუდმივად ცხოვრობდნენ, ახლა კი არდადეგებზე ჩადიან.
ტიტული
ქორწინების შემდეგ დედოფალი წყვილს ახალ ტიტულს მიანიჭებს. გავრცელებული ინფორმაციით დიდ ბრიტანეთში მათ სასექსის ჰერცოგად და ჰერცოგინიად მოიხსენიებენ, შოტლანდიაში კი როსის გრაფად და გრაფინიად.
მეგანის ახალი სახელი
ცნობილია, რომ მეგანი ნამდვილი სახელი რეიჩელია, მეგანი კი მისი მეორე სახელია. ქორწილის შემდეგ მარკლს რეიჩელ მეგან მაუნთბეთენ-უინძორი დაერქმევა.
საქორწინო კაბა
ინსაიდერების თქმით, მეგანის საქორწინო კაბაზე მისი საუკეთესო მეგობარი, სტილისტი ჯესიკა მალრუნი ზრუნავდა. ჯერჯერობით უცნობია რომელ დიზაინერზე შეჩერდა არჩევანი, ვარაუდისას კი Victoria Beckham-ს, Alexander McQueen-ს, Erdem-ს და Ralph & Russo-ს ასახელებენ.
ტიარა
სამეფო პროტოკოლის თანახმად ქორწინების შემდეგ მეგანი ტიარის ტარების უფლებას მიიღებს. გავრცელებული აზრით ის სამეფო არქივიდან მაქსიმალურად უბრალო ტიარას შეარჩევს, მაგრამ შესაძლოა დედოფალმა ელისაბედ II-მ საქორწინო საჩუქრად მეგანს საკუთარი ტიარებიდან ერთ-ერთი გადასცეს.
თმის ვარცხნილობა
მეგანის საქორწინო თმის ვარცხნილობის ავტორი ბრიტანელი სტილისტი მიგელ პერესი იქნება, რომლის ყველაზე ცნობილი კლიენტი ამალ კლუნია.
საქორწინო ტორტი
ცერემონიის მთავარი დესერტი მზარეულ კლერ პტეკს მიანდეს. მეგანმა და ჰარიმ არჩევანი ლიმონის ტორტზე შეაჩერეს, რომელიც გაზაფხული ყვავილებით იქნება მორთული.
მეჯვარეები
მეგანს ოფიციალური მეჯვარე არ ეყოლება. მისი ორი საუკეთესო მეგობარი ცერემონიაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. პრინცი ჰარის მეჯვარე კი პრინცი უილიამი იქნება.
როგორც ცნობილია, მეგანს საკურთხეველთან პრინცი ჩარლზი მიიყვარს, რადგან მისმა მამამ, ტომას მარკლმა რამდენიმე დღის წინ გულზე ოპერაცია გაიკეთა და ცერემონიაზე დასწრებას ვერ შეძლებს. მეგანის დედა, დორია რედლანი ეკლესიაში შვილთან ერთად მივა.
პროტოკოლის დარღვევა
მეგან მარკლი შეგნებულად აპირებს პროტოკოლის დარღვევას, რომელიც იხედვით ქორწილზე სიტყვით გამოსვლა მხოლოდ სასიძოს ან მის მეჯვარეს შეუძლია. ის სტუმრებს თავად გადაუხდის მადლობას თანადგომისთვის.
მუსიკა
საქორწინო ცერემონიას მუსიკალურად წმინდა გიორგის სამლოცველოს მგალობელთა გუნდი გააფორმებს. გუნდი 1348 წელს შეიქმნა და დღეს 23 ბიჭუნასა და 12 მამაკაცისგან შედგება. დირიჟორის პულტს კარენ გიბსონი დაიკავებს.
ინსტრუმენტულ შესრულებაზე პასუცისმგებლობას კრისტოფერ უორენ-გრინის კოლექტივი და BBC-ს ნაციონალური ორკესტრი აიღებს.
მთავარი ვარსკვლავი კი 19 წლის ვიოლონჩელისტი შეკუ კანიე-მეისონი იქნება, რომელიც მეგანმა პირადად მოიწვია.
ფოტოგრაფი
ცერემონიის ოფიციალურ ფოტოგრაფად წყვილმა ალექს ლუბომირსკი აირჩია. მისი ნამუშევარია მეგანის და ჰარის ნიშნობის ფოტოებიც. ბრიტანელი ფოტოგრაფი საკმაოდ მოთხოვნადის მოდის სამყაროში. ლუბომირსკის ნამუშევარი აქვს რამდენიმე ათეულ ჟურნალის ყდაზე და ცნობილი ადამიანების ფოტოსესიებზე.
ცვილის ქანდაკება
მადამ ტიუსოს ცვილის მუზეუმში ლონდონში მეგან მარკლის ცვილის ქანდაკება გამოიფინა. მწვანე კაბა, რომელიც ქანდაკებას აცვია მეგანის 600 ამერიკულ დოლარად შეფასებული დიზაინერული კაბის ასლია, რომელშიც მან პრინც ჰარისთან ერთად ნიშნობის შესახებ გამოაცხადა. სკულპტურა საკმაოდ რეალისტურია. მეგანის გვერდით პრინცი ჰარის ქანდაკებაც დგას, რომელიც რამდენიმე წლის წინ, მისი 30 წლის იუბილესთვის შექმნეს.
თაფლობის თვე
წყვილი ნამიბიაში გაემგზავრება. ისინი სხვადასხვა ადგილებში გაჩერდებიან ადგილსამყოფელი საიდუმლოდ რომ შეინახონ.
სახლი
ქორწილის შემდეგ წყვილისაცხოვრებლად ახალ სახლში გადავა. ახლა მეგანი და ჰარი კენსინგტონის სასახლის ტერიტორიაზე მდებარე კოტეჯში ცხოვრობენ. იმავე სახლში ცხოვრობნენ პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ქორწილამდე. ცერემონიის შემდეგ ახლადდაქორწინებულები 21-ოთახიან აპარტამენტებში გადავლენ, რომლის რემონტს პრინცი ჰარი თავად აკონტროლებს. სახლის გარშემო წიწვოვანი ხეები დარგეს, რათა სახლი უცხო თვალისგან დამალონ. მეგანის და ჰარის სახლთან ახლოს ცხოვრობენ პრინცი უილიანი და ქეითიც, ასე რომ, წყვილი არ მოიწყენს.

 

 

კომენტარი
%d bloggers like this: