რენე ზელვეგერმა ახალ ფილმში ჯუდი გარლანდის როლი მოირგო

რენე ზელვეგერს როლის გამო გარეგნობასთან დაკავშირებული ექსპერიმენტების არ ეშინია. ეს მსახიობმა ჯერ კიდევ “ბრიჯიტ ჯონსის დღიურში” დაამტკიცა, როდესაც 20 კილოგრამი მოიმატა. ფილმისთვის “ჯუდი” ზელვეგერმა გარეგნობა რადიკალურად შეიცვალა.

პირველ ფოტოზე ვხედავთ რენეს, რომელსაც მისთვის ჩვეული ქერას ნაცვლად მუქი თმა აქვს. მან სიმღერის გამოცდილება ფილმებში “ჩიკაგო” და “ჩემი პირადი სასიყვარული სიმღერა” შეიძინა.

ცნობილია, რომ ფილმში აღწერილია 60-იანი წლების მოვლენები გარლანდის გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე.

ჯუდი გარლანდი პოპულარული გახდა ფილმით “ჯადოქარი ოზის ქვეყნიდან”, ის “ოსკარის” ორგზის ნომინანტია. ჯუდი ასევე ცნობილი მომღერალი იყო. მისი ჰიტია Somewhere Over The Rainbow.

კომენტარი
%d bloggers like this: