რეჟისორი მილოშ ფორმანი გარდაიცვალა

ორი “ოსკარის” და სამი “ოქროს გლობუსის” მფლობელი, ჩეხური წარმოშობის ამერიკელი რეჟისორი მილოშ ფორმანი გუშინ, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯერჯერობით გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება.

ფორმანი ცნობილია ფილმებით “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”, “ამადეუსი”, “ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ”, “გოიას აჩრდილი”.

რეჟისორი 1932 წელს ჩეხოსლოვაკიაში დაიბადა, ცნობილი 1960-იანი წლებიდან გახდა, 1968 წელს კი საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

 

 

კომენტარი
%d bloggers like this: