რიკარდო ტიში Burberry-ს ახალი კრეატიული დირექტორია

სულ ცოტა ხნის წინ, Givenchy-ს ყოფილმა კრეატიულმა დირექტორმა რიკარდო ტიშიმ საკუთარი Instagram-ის საშუალებით გამოაცხადა, რომ ძალიან მალე Burberry-ს შემოქმედებით ჯგუფს შეუერთდება.

“ჩემთვის დიდი პატივი და სიხარულია Burberry-სთან გაერთიანება ახალი კრეატიული დირექტორის რანგში და მარიო გებეტისთან მუშაობის დაწყება. მე უზარმაზარ პატივს ვცემ ამ მსოფლიოში ცნობილი მარკის ბრიტანულ მემკვიდრეობას და აღტაცებული ვარ მისი სამომავლო პოტენციალით“ – დაწერე ტიშიმ Intagram-პოსტში.

დიზაინერმა Givenchy-ს სახლი, სადაც 12 წელი იმუშავა, ზუსტად 1 წლის წინ დატოვა. დადიოდა ხმები, რომ ტიში Versace-ს სახლს შეუერთდებოდა, რადგან დონატელა ვერსაჩესთან ახლო მეგობრობა აკავშირებს და ის 2015 წლის შემოდგომა-ზამთრის სარეკლამო კამპანიაშიც კი მიიწვია.

 

კომენტარი
%d bloggers like this: