რობერტ დაუნი-უმცროსის 7 საუკეთესო როლი

დღეს, 4 აპრილს რობერტ დაუნი-უმცროსს 53 წელი შეუსრულდა. რობერტი ნიუ-იორკში დაიბადა ცნობილი მსახიობის, რეჟისორისა და პროდიუსერის, რობერტ დაუნი-უფროსის ოჯახში. მისი დედაც მსახიობია.

დაუნი-უმცროსის სამსახიობო დებიუტი მამის ფილმში შედგა, სადაც ადამიანები ძალღების როლებს ასრულებდნენ. 5 წლის რობერტმა ლეკვის როლი შეასრულა.

რობერტს წარმატება 20-მდე ფილმში თამაშის შემდეგ რიჩარდ ატენბოროს ფილმმა “ჩაპლინი” მოუტანა. მისმა შესრულებამ მაღალი შეფასება მიიღო, თავად მსახიობმა კი BAFTA-ს პრემია.

“რკინის კაცში” თამაშის შემდეგ მსახიობს უამრავი როლი შესთავაზეს. 2013-2014 წლებში ის ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სიის სათავეში მოექცა.

დღეს მომხიბლავი და ქარიზმატული რობერტ დაუნი-უმცროსის ფილმოგრაფია 80-ზე მეტ ნამუშევარს ითვლის. მათგან რამდენიმე საუკეთესო გამოვყავით:

1. “მოსამართლე”

2. “შერლოკ ჰოლმსი”

3. “სოლისტი”

4. “რკინის კაცი”

5. “ზოდიაქო”

 6. “ძილი ნებისა და წარმატებას გისურვებთ”

 7. “ჩაპლინი”

 

კომენტარი
%d bloggers like this: