როგორი იყო ნიუ-იორკი 100 წლის წინ

ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა თავის საიტზე საარქივო ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც 1911 წლის ნიუ-იორკის ცხოვრებაა აღბეჭდილი. ჩანაწერი ძალიან კარგი ხარისხითაა შენახული, რაც მას უნიკალურს ხდის.

ვიდეო შვედური კომპანია Svenska Biografteatern-ის ოპერატორების ექვსკაციანმა ჯგუფმა დაგაიღო, რომლებიც მთელს მსოფლიოში მოგზაურობდნენ და ცნობილი ადგილების ვიდეოჩანაწერებსა და ფოტოებს იღებდნენ.

ვიდეოში ჩანს რამდენად შეიცვალა ქალაქი 100 წლის განმავლობაში, თუმცა მისი ზოგიერთი ღირშესანიშნაობა უცვლელია.

 

“ჩანაწერი პირველ მსოფლიო ომამზე 3 წლით ადრეა გაკეთებული და მასში ნიუ-იორკის მაცხოვრებლების ყოველდღიურობაა ნაჩვენები ქუჩის საცობებითა და მოსეირნე ადამიანებით. ყველაფერს ჩვეულებრივი, თითქმის პასტორალური განწყობა აქვს”, – წერენ მუზეუმის თანამშრომლები.

კომენტარი
%d bloggers like this: