როგორ გამოვაცხოთ საშობაო ორცხობილები

შესაძლოა საშობაო სუფრა ქართულ ტრადიციულ კერძებთან და ტკბილეულთან ასოცირდება, მაგრამ საშობაო ორცხობილები სხვადასხვა გამოსახულებით თქვენს სუფრას გაახალისებს, და თან არც ისე რთული მოსამზადებელია.

ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხი
  • 2 ჩ.ჭ. შაქარი
  • 250 გრამი დარბილებული მარგარინი
  • 1/2 ჭიქა რძე
  • ვანილი, სოდა, ძმარი, დარიჩინიც
  • და 3-4 ჭიქა ფქვილი

ყველაფერს კარგად მოურევთ. საჭიროების შემთხვევაში ფქვილი დაუმატეთ.

ცომი უნდა გამოვიდეს მყარი და ისეთი, რომ ადვილად გაბრტყელდეს, მიიღოს ფორმა და არ დაიშალოს.

შემდეგ  სხვადასხვა ფორმების დახმარებით ან ხელით გამოჭრით სხვადასხვა ფორმას,  ზეთწასმულ და საფანელმობნეულ საცხობ ფირფიტაზე დაალაგებთ და გამოაცხობთ 180-190 გრადუსზე.

სქელი ცომით უფრო ფუმფულა და ჰაეროვანი ორცხობილები გამოცხვება, თხელით კი მძიმე და კნატუნა.

ორცხობილების ფორმები და მოსახატი მასალები Amazon-ზე შეგიძლიათ შეიძნოთ.

 

 

 

View this post on Instagram

Christmas tree tutorial! 🎄

A post shared by Jenn Simpson (@sweetconfectionscookiery) on

 

კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: