როგორ მოვუაროთ კანს შემოდგომაზე

ზაფხულის შემდეგ კანი გაუწყლოებული და ძლიერ დაზიანებულია, ამიტომ შემოდგომიდან მას კომპლექსური მოვლა სჭირდება, რომელიც ერთდროულად მიმართულია დაცვაზე, აღდგენაზე, კვებასა და განახლებაზე.

 

დაცვა და აღდგენა

მზის სხივების მოქმედების გამო კანი გაუწყლოვდება, შრება და ხშირ შემთხვევაში ჩნდება პიგმენტაცია. ჩვენს კლიმატურ პირობებში სიცხე ჩვეულებრივ მკვეთრად იცვლება სიცივით, ქარიანი ამინდები არღვევენ კანის დაცვით ბარიერს, რაც უარყოფითად აისახება მგრძნობიარე, აქერცვლისა და გაღიზიანებისკენ მიდრეკილ კანზე. სისხლძარღვები თხელდება და სუსტდება, შედეგად ვითარდება კუპეროზი .

ზამთრის პირზე ცენტრალური ან ადგილობრივი გათბობის სისტემის ზემოქმედებით გაუწყლოება ძლიერდება. ამიტომ SPF კრემებზე უარის თქმა გვიან შემოდგომაზეც არ ღირს. დღის განმავლობაში SPF 15-20-ის მქონე კრემების გამოყენება რეკომენდირებულია. ხშირად დამცავ ფილტრებს ტონალური კრემების შემადგენლობაში ამატებენ, ასეთ შემთხევაში კრემის დამატებითი ფენა საჭირო აღარ არის.

A ტიპის ულტრაიისფერი სხივები წელიწადის ნებისმიერ დროს მშვენივრად აღწევს ღრუბლებს მიღმა. რა თქმა უნდა, რუჯის მიღება ნოემბერში არ გამოვა, მაგრამ ჰიპერპიგმენტაციის  მიღება სრულიად რეალურია.

La Roche-Posay Effaclar Dermatological Acne Treatment System

 

კვება და დატენიანება

შემოდგომა იდეალური დროა პროდუქტებისთვის გლიცერინითა და ჰიალურონის მჟავით. ეს კომპონენტები გარემოდან ტენს იზიდავენ და კანს გადასცემენ, შედეგად კანი უფრო დატენიანებულია და კარგად გამოიყურება.

საშემოდგომო კრემები უნდა შეიცავდნენ აღმდგენ, მკვებავ და დამატენიანებელ აქტიურ ინგრედიენტებს. ძალიან კარგი ხერხია კრემის ნაცვლად შრატის გამოყენება კანის მდგომარეობის შესაბამისად. შრატი შესაძლოა იყოს დამატენიანებლები ჰიალურონის მჟავის საფუძველზე, ვიტამინიზირებულები ან მათეთრებელი ეფექტით.

იდეალური იქნება მზის შემდგომი ან ანტისტრესი ნიღბების გამოყენება, რომლებსაც აქვთ აღმდგენი, მკვებავი და დამატენიანებელი თვისებები. რაც უფრი ცივი ამინდია გარეთ, მით მეტად მკვებავი უნდა იყოს ის პროდუქტები, რომლებსაც კანის მოვლისთვის იყენებთ.

შემოდგომის კოსმეტიკა ცოტა მეტად მკვრივი უნდა იყოს, ცოტა მეტად ცხიმიანი, მაგრამ დაცული ფორები რომ არ განვითარდეს, საჭიროა სპეციალისტთან კონსულტაცია და ინდივიდუალური მიდგომა. დღეს პოპულარობას იკრებს იაპონური, სკვალენის შემცველი კოსმეტიკა, რომელიც ზვიგენის ღვიძლიდან მიიღება.

ზამთრის დადგომამდე რეკომენდირებულია ბიორევიტალიზაციისა და მეზოთერაპიის პროცედურების ჩატარება. ამ პერიოდში ისინი ნაკლებ აქერცვლას იწვევენ და კანს იმ ვიტამინებით, მინერალებითა და ფერმენტებით კვებავენ, რომლის ნაკლებობას შემოდგომით განიცდის. განსაკუთრებით ეფექტურია ამ პროცედურების ერთთვიანი კურსის გავლა, შემდეგ კი პილინგი. ასევე, აუცილებელია სიცივეში გასვლის წინ დამცავი კრემის გამოყენება.

Mario Badescu Anti-Acne Serum

 

განახლება

წელიწადის ცივ დროს ბუნებრივი განახლების პროცესი ნელდება. შედეგად კანი ფერმკრთალი, უსიცოცხლო და მშრალი ხდება. განახლების პროცესის აქტივაცია პილინგის საშულებითაა შესაძლებელი. რეკომენდირებული ხილის მჟავების, სალიცილის გამოყენება, რომლებსაც ამქერცლავი ეფექტი აქვთ. დელიკატური ზემოქმედებისთვის შესაძლებელია მჟავებისა და ზეთების ორფაზიანი პილინგისთვის მიმართვა.

შემოდგომით შეიძლება ინვაზიური პროცედურების, მაგალითად ლაზერის ჩართვა, რომელიც კანის განახლების, პიგმენტაციის გაღიავებისა და სახის ტონის გაერთიანებისთვის გამოიყენება.

ზღვზე დასვენებისას თუ კანის ჰიდროლიპიდური ფენა ჯანსაღია, წყლის პროცედურები მეტ-ნაკლებად უსაფრთხოა. ხოლო თუ კანი უკვე გამომშრალია, წყალში დიდხანს ყოფნას კანის გაუწყლოების გამოწვევა შეუძლია. ზღვიდან ახალდაბრუნებულ გარუჯულ კანზე არ კეთდება ტრავმატული პროცედურები – ლაზერი და ფოტოთერაპია. მზისა და ზღვის შემდეგ კანმა უნდა დაისვენოს.

ასევე, უმჯობესია სკრაბებისა და გომაჟების გამოყენებისგან თავი შევიკავოთ, რადგან კანი აღდგენას ვერ მოასწრებს. ზაფხულში მელანინის ჭარბი გამოყოფისა და ჰიპერკერატოზის შედეგად კანი სქელდება. მასზე აღარ ჩანს დეფექტები. როგორც კი გარუჯული ფენა მოსცილდება და კანი ნორმალურ სისქეს დაუბრუნდება, ფორების მდგომარეობა, რომელიც მკვდარი უჯრედებითაა სავსე, გაგაკვირვებთ.

კომენტარი
%d bloggers like this: