როგორ შეიცვლება Instagram 2018 წელს

შეტყობინებები სქრინშოთების, ზარების, ოთხი სვეტის და სხვა განახლებების შესახებ, რომლებსაც ველით და ცოტათი გვაშინებს.

 

Stories გახდება ძირითად feed-ზე უფრო მნიშვნელოვანი

გერმანელი ჟურნალისტი კეიტლინ ჰიუჯესი ინსტაგრამზე  ბიზნესის წარმოების საშუალებებსა და ლოგიკას იკვლევს ბლოგისთვის Iconosquare.

2017 წლის დეკემბერში კეიტლინმა შემდეგი 12 თვის სოციალური ქსელის პროგნოზების და სამომავლო მარკეტინგული ტრენდების სია შეადგინა. კეიტლინი თავის მოკვლევებს აფუძნებს ღია ციფრებს და საზოგადოდ ცნობილ ფაქტებს. მაგალითად, ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ ინსტაგრამი მეტ ყურადღებას დაუთმობს არა Feed-ს  არამედ Stories. მიზეზები შემდეგია – Snapchat-ის პოპულარობის კლება და მონაცემები იმის შესახებ, რომ Stories-ზე ფოტოებს ყოველდღიურად 300 მილიონი ადამიანი ანთავსებს. ამის დამადასტურებლად ჰიუჯესი გვთხოვს ყურადღება მივმართოთ Stories preview-ზე რომელსაც ინსტაგრამი უკვე Feed-ის  დასაწყისში აჩვენებს.

“სავარაუდოდ Instagram მთელი წლის განმავლობაში ახალ ფილტრებს, ეფექტებსა და ფუნქციებს ჩაუშვებს სწრაფი პუბლიკაციისთვის, რათა მომხმარებელი გადაერთოს და დაიწყოს უფრო მეტი პირადი და ცოცხალი კონტენტის გამოქვეყნება Stories-ში და დაივიწყოს Feed. “

კეიტლინის პროგნოზებს ადასტურებს Instagram-ის თანადამფუძნებლის, კევინ სისტრომის სიტყვები Time-თან მიცემულ ინტერვიუში:

“შემდეგი ათი წელი, ყოველ შემთხვევაში ინსტაგრამისთვის იქნება პერიოდი, როცა ჩვენ ვიგრძნობთ ადამიანთა ჯგუფების ძალას, რომლებიც აღბეჭდავენ სამყაროს რეალური დროის რეჟიმში.”

“ვიმედოვნებ, რომ Instagram-ს  შეუძლია გახდეს პლატფორმა და მონაცემების ბაზა, აღმოფხვრას გაგების ხარვეზები და დააჩქაროს იმ ყველაფერთან ხელმისაწვდომობა, რაც ახლა ხდება. ამ მოვლენების დაკვირვება სახალისო იქნება.”

 

თქვენი სკრინშოთების შესახებ გაიგებენ

თებერვლის შუა რიცხვებში The Verge-მა გამოაქვეყნა სტატია საშიში სათაურით “Some people who screenshot Instagram stories are getting flagged” (“ზოგიერთი  ადამიანი, რომელმაც დაასქრინშოთა Instagram Stories  გაფრთხილებული იქნა”).

საუბარი ეხებოდა ტვიტერზე გამოქვეყნებულს ზოგიერთ მასალას.The Verge-ისა და Techcrunch -ის პროგნოზებით, განახლება იმუშავებს შემდეგნაირად: ყოველი Stories ქვეშ გაჩნდება ორი სვეტი. იმ ადამიანების სიის ზემოთ, რომლებმაც ნახეს თქვენი პუბლიკაცია გამოჩნდება სია იმ ადამიანების აქაუნთების, რომლებმაც დაასქრინშოთეს ის.

როცა ფუნქცია მუშაობას დაიწყებს, ინსტაგრამის ყველა მომხმარებელი მიიღებს გაფრთხილებას :  „როცა თქვენ შემდეგ ჯერზე გააკეთებთ  ეკრანის სქრინშოთს ან ვიდეო ჩანაწერს,  ადამიანი, რომელმაც გამოაქვეყნა Stories  შეტყობინებას მიიღებს“.   

 

ინსტაგრამი ჩაუშვებს აუდიო და ვიდეო ზარებს

მას შემდეგ, რაც Instagram-მა და Facetime-მა ერთობლივი პირდაპირი ეთერები გაუშვეს, ბლოგერები ალაპარაკდნენ, რომ პირველს მეორეს ჩანაცვლება შეუძლია.

პლატფორმამ Techcrunch ერთ–ერთი მკითხველის, იშან აგარვაის  კვლევა გამოაქვეყნა. მან ანდროიდისთვის განკუთვნილი ინსტაგრამის თავდაპირველი კოდი შეისწავლა და “Call” და”Video Call”-ის სიმბოლოები შეამჩნია.

Techcrunch-ი წერს, რომ  ახალი ფუნქციები სავარაუდოდ « Direct» -ში გაჩნდება იმისთვის, რომ მომხმარებლებმა  ერთმანეთთან სწრაფად დაკავშირება შეძლონ.

The Verge ვარაუდობს, რომ ინსტაგრამის ეს განახლება  Snapchat -ის მომხმარებლების გადაბირების კიდევ ერთი საშუალებაა.

Digital Trends ხაზს უსვამს, რომ Instagram-ი შეიძლება What’s Up-ის სერიოზული კონკურენტი გახდეს, რომელიც მხოლოდ აუდიოზარებს უჭერს მხარს.    

 

აპლიკაციაში პორტრეტის რეჟიმი დაემატა

იგივე იშან აგარვაიმ, Techcrunch -ის ცნობისმოყვარე მკითხველმა წინასწარ  გამოავლინა, რომ Instagram-მა შეიმუშავა პორტრეტის რეჟიმი.

თავდაპირველ კოდში მან აღმოაჩინა სიმბოლო წარწერით “portrait_shutter_icon.png”. ინსტაგრამის აშშ–ს წარმომადგენლობამ  ამასთან დაკავშირებით კითხვაზე Techcrunch-ს არ უპასუხა, თუმცა მათ არ უარყვეს ეს ინფორმაცია.

“ეს რეჟიმი თქვენ საშუალებას მოგცემთ გადაიღოთ სტილიზებული ფოტოები დაბინდული ფონით ან განათების ეფექტებით”– წერს Techcrunch.

შეგახსენებთ, რომ პორტრეტის რეჟიმი რამდენიმე დღის წინ დაემატა Stories-ში.

 

მწკრივში იქნება ოთხი ფოტო

შონ ჟაკმა, ოპერატორმა ლონდონიდან უკვე შეამჩნია, რომ Instagram ტესტირებას უკეთებს გაფართოებულ ბადეს მწკრივში ოთხი კვადრატით.

შესაძლოა ესაა მიზეზი, რომ კიმ კარდაშიანის პოსტებმა შეწყვიტეს მკაცრად სამ სვეტიანი ფორმატის დაცვა.  თუ  Instagram ახლავე გაზრდის სვეტების რაოდენობას კიმის აქაუნთის ლოგიკა შენარჩუნდება.

ყველა სოციალური მედიის მენეჯერი ასეთი წინდახედული არაა: ილუსტრატორმა მუმბაიდან აჩვენა როგორი სახე ექნება ინდურ Harper’s Bazaar–ს თუ განახლება მოულოდნელად მოხდება.

 

კომენტარი
%d bloggers like this: