როზი ჰანტინგტონ-უაიტლიმ კოსმეტიკის ხაზი შექმნა

დღეს როზი ჰანტინგტონ-უაიტლიმ საკუთარ ინსტაგრამზე ფოტოების სერია გამოაქვეყნა, რომლებითაც ახალი კოსმეტიკური ბრენდის ROSE INC. შექმნა დააანონსა.

თაყვანისმცემლები აღფრთოვანებულნი არიან. როზი ცნობილია თავისი ნიუდ-მაკიაჟით ბზინვარების ეფექტით, რომლის გაკეთება ძალიან რთულია. მოდელმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა: „ დედა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ბუნებრივი სილამაზე არ უნდა დაიმალოს, ხაზი უნდა გაესვას. მე ყოველთვის მომწონდა ეს იდეა“.

როზიმ, უკვე რამდენჯერმე შექმნა ერთობლივი პროდუქტი სხვადასხვა კომპანიებთან, მაგალითად Marks & Spencer-თან და Lancôme-თან. ახლა კი საკუთარი სილამაზის პროდუქტების კომპანიის დაარსება ვიზაჟისტ პატრიკ ტას დახმარებით გადაწყვიტა. მან ROSE INC.-ის ინსტაგრამის გვერდი შექმნა და პირველ ფოტოსესიაში მონაწილეობა მიიღო. ფოტოებზე მოდელი ღია ვარდისფერი მბზინავი მაკიაჟის  პოზირებს. სავარაუდოდ ასეთივე, ნატურალურთან მაქსიმალურად მიახლოებული იქნება მისი პროდუქტებით.

კომენტარი
%d bloggers like this: