სად გაატარებენ თაფლობის თვეს მეგანი და ჰარი ცნობილია

წყვილი ნამიბიაში გაემგზავრება – ერთდროულად ორმა გამოცემამ Daily Mail და Daily Express ცნობილი გახადეს სად გაემგზავრებიან მეგანი და ჰარი თაფლობის თვის გასატარებლად. ასევე ცნობილია, რომ ისინი სხვადასხვა ადგილებში გაჩერდებიან ადგილსამყოფელი საიდუმლოდ რომ შეინახონ.

გამოცემების ცნობით, მომავალი ახლადდაქორწინებულები Natural Selection-ის ქსელის სასტუმროებს ათვალიერებენ, მათ შორის ახალაშენებულ სასტუმროს Hoanib Valley Camp, რომელიც უახლოესი ქალაქიდან 4 საათის სავალზეა, ნომერი კი 710 დოლარი ჯდება.

წყვილი უკვე ნამყოფია აფრიკაში. ისინი ერთ-ერთ პირველ პაემანზე ბოცვანაში გაემგზავრნენ. ამავე ქვეყნიდანაა ბრილიანტი მეგანის ნიშნობის ბეჭედზე.

შეგახსენებთ, რომ მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ქორწილი 19 მაისს, წმინდა გიორგის სამრეკლოში, უინძორის სასახლის ტერიტორიაზე გაიმართება.

 

კომენტარი
%d bloggers like this: