“სამეფო კარის თამაშების” ფინალში რამდენიმე გმირი კვდება

INTV-ის კონფერენციაზე ისრაელში HBO-ს წარმომადგენელმა, პროდიუსერმა ფრანჩესკა ორსიმ განაცხადა, რომ “სამეფო კარის თამაშების” ფინალი მაყურებელს იმედს არ გაუცრუებს.

“ეს იყო ჩვენი ცხოვრებისა და კარიერის უმნიშვნელოვანესი მომენტი. ყველა მსახიობმა ბოლო წუთს მიიღო სცენარი და მათ ერთმანეთის მიყოლებით გაიგეს საკუთარი პერსონაჟების სიკვდილის შესახებ. სერიალის გუნდი სცენარის გაცნობის შემდეგ სცენარისტებს 15 წუთი ტაშს უკრავდა”– აღნიშნა ორსიმ.

სერიალის უკანასკნელი მერვე სეზონი 2019 წლის აპრილში გამოვა. მასში 6 ეპიზოდი იქნება და თითოეული ხანგრძლივობით ფილმის ქრონომეტრაჟს გაუთაბრდება.

 

კომენტარი
%d bloggers like this: