“სამეფო კარის თამაშების” პირველი თიზერი

‘სამეფო კარის თამაშების” ოფიციალურ თიზერში გადარჩენილი სტარკები – ჯონი, არია და სანსა წინაპართა განსასვენებელ აკლდამაში ჩადიან.

წუთნახევრიანი ვიდეოს მთავარი დეტალი პრემიერის ოფიციალური თარიღია. ახალი ეპიზოდი ეკრანზე 14 აპრილს გამოვა.

შეგახსენებთ, რომ სერიალის ახალი სეზონი უკანასკნელი იქნება.

ჯორჯ მარტინის წიგნის ეკრანიზაციის სატელევიზიო დებიუტი 2011 წელს შედგა.

მომდევნო წლების განმავლობაში “სამეფო კარის თამაშებმა” მრავალი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის “ემის” 38 ქანდაკება.

 

კომენტარი
%d bloggers like this: