“სამეფო კარის თამაშების” მე-8 სეზონი აპრილში გამოვა

არხმა HBO “სამეფო კარის თამაშების” ახალი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა და ოფიციალურად გამოაცხადა, რომ სერიალი ეკრანებზე 2019 წლის აპრილში დაბრუნდება. თუმცა მერვე და უკანასკნელი სეზონის პრემიერის ზუსტი თარიღი უცნობია.

მეშვიდე სეზონის გამოსვლის თარიღი არხმა სპეციალური ონლაინ-კონფერენციის დროს გაამხილა, რომელსაც მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს. შესაძლოა, მერვე სეზონისთვისაც მსგავსი რამ დაგეგმოს.

ადრე HBO-მ განაცხადა, რომ ბოლო, მერვე სეზონი ორ ნაწილად გაიყოფა და 2019-ში მხოლოდ პირველ ნახევარს ვიხილავთ.

უკანასკნელი სეზონი ვინტერფელში დაიწყება, სტარკების სახლთან ახლოს. იქ დეინერესი და და მისი არმია ჩადიან. გმირების მთავარი ამოცანა მკვდრების არმიასთან შებრძოლებაა.

სერიალის ფინალი მასშტაბური უნდა იყოს. მხოლოდ ერთი ბრძოლის გადაღებას 11 კვირა დასჭირდა, ექვს ეპიზოდს კი 10 თვე.

ერთ-ერთ ინტერვიუში სანსა სტარკის როლის შემსრულებელი სოფი ტერნერი აღნიშნავს, რომ უკანასკნელი სეზონი გარდაცვლილების რაოდენობით ყველა დანარჩენს აღემატება.

კომენტარი
%d bloggers like this: