რომელია საუკეთესო ქვეყანა სამოგზაუროდ

ყოველწლიური დაჯილდოება World Travel Awards-ის, რომელსაც “ტურისტულ ოსკარსაც” უწოდებენ, გამარჯვებულები გამოვლინდა.

წელს ცერემონია იმ ქვეყანაში გაიმართა, რომელმაც პრემიები ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიებში მიიღო.

“მსოფლიოს საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად”, უკვე ზედიზედ მეორე წელია, პორტუგალია სახელდება. ევროპული”სამყაროს კიდის” გარდა ამ ტიტულისთვის ბრაზილია, ესპანეთი, საბერძნეთი, ინდოეთი, ინდონეზია, იამაიკა, მაროკო, კენია, რუანდა და შრი-ლანკა იბრძოდნენ.

გარდა ამისა, ქვეყანას ტიტული “ევროპის საუკეთესო ტურისტული მიმართულება” ეკუთვნის.

ამას გარდა, “მსოფლიო ჩემპიონი ტურიზმში” პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი გახდა, რომელიც “საუკეთესო საქალაქო მიმართულებად”(World’s Leading City Destination) დასახელდა.

საფინალო შორთ-ლისთში შევიდნენ ქალაქები პარიზი, ოკლენდი, კეიპტაუნი, დუბაი, დურბანი, ჰონგკონგი, ლას-ვეგასი,ლონდონი, მარაკეში, ნიუ-იორკი, კიოტო, რიო-დე-ჟანეირო და სიდნეი.

კომენტარი
%d bloggers like this: