საქართველო Pitti Uomo-ზე “სტუმარი ქვეყნის” სტატუსით მიიწვიეს

Pitti Uomo-ს მომავალ გამოფენაზე ფლორენციაში, რომელიც 12-15 ივნისს გაიმართება საქართველო “სტუმარი ქვეყნის” სახელით წარსდგება.Mercedes Benz-ის კვირეულთან თანამშრომლობით ქვეყნის სახელით გამოფენაზე ექვსი ქართული ბრენდი და დიზაინერი გაემგზავრება. ესენი არიან:  Aznauri, Situationist, Anuka Keburia, Gola Damian, Tatuna Nikolaishvili და Vaska. ისინი კოლექციებს საგანგებოდ მომზადებულ თემატურ სივრცეში წარადგენენ. თითოეული არჩეული ბრენდი განსაკუთრებული ესთეტიკითა ხასიათდება.

შეგახსენებთ, რომ Pitti Uomo-ს სტუმარი ქვეყნები უკვე იყვნენ თურქეთი, დანია, უკრაინა, ავსტრალია და გასულ წელს – ფინეთი. ფლორენციული გამოფენი წარმომადგენელთა თქმით, პროგრამის მიზანია ნიჭიერი დიზაინერების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.

 

კომენტარი
%d bloggers like this: