სახლი, რომელშიც სერიალი “დინასტია” გადაიღეს კვლავ იყიდება

კალიფორნიის ქალაქ პასადენაში იყიდება სახლი, რომელშიც 1980-იან წლებში ცნობილი სერიალი “დინასტია” გადაიღეს.

ოთხსართულიან სახლში, რომელიც 1913 წელს ააშენეს, 10 საძინებელი, ფართო კაბინეტი, სათამაშო ოთახი და ღვინის სარდაფია.

ეზოში ორი აუზი, ჩოგბურთის კორტი და სასტუმრო სახლია განთავსებული.

ვარსკვლავური წარსულის მიუხედავად მისი შეძენის მსურველი ჯერ არ ჩანს.

2017 წელს სახლის გაყიდვა 28 მილიონ დოლარად უკვე სცადეს, თუმცა უშედეგოდ.

ახლა მისი ფასი 19,5 მილიონამდე დაეცა.

კომენტარი
%d bloggers like this: